GeorgianDaily Forum
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - Printable Version

+- GeorgianDaily Forum (http://www.georgiandaily.com)
+-- Forum: Main Forum (/forumdisplay.php?fid=1)
+--- Forum: Main Forum (/forumdisplay.php?fid=3)
+--- Thread: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) (/showthread.php?tid=9)

Pages: 1 2 3 4 5


ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-29-2013 06:09 PM

ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა (საწყისი
წყვილი), რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. მათ გასწვრივ
მოცემულია სიტყვა, რომელსაც სავარაუდო პასუხებიდან უნდა შეუსაბამოთ ერთ-ერთი
ვარიანტი, ისე, რომ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში
არსებული მიმართების მსგავსი (ანალოგიური) იყოს.

სცენარისტი : მაყურებელი
არქიტექტორი : მობინადრე

1.მობინადრე 2.ინჟინერი 3. მშენებელი 4.კონსტრუქტორი

ნებართვა : ათავისუფლებს
ხელშეკრულება : ავალდებულებს

1.აღკვეთს 2.აზუსტებს 3.ადასტურებს 4.ავალდებულებს

ბილიკი : გზატკეცილი
კაპილარი : არტერია

1.ნერვი 2.მყესი 3. არტერია 4.სისხლძარღვი

ვეფხვი : პანტერა
ია : ყოჩივარდა

1.ბოლქვი 2. ვარდი 3.ყოჩივარდა 4.ბუჩქი

ალერგია : რეაქცია
იმუნიტეტი : შეუვალობა

1.განკურნება 2. აღდგენა 3. შეუვალობა 4. ჯანმრთელობა

არტილერისტი : კავალერისტი
ფრესკა : ბარელიეფი

1.ორნამენტი 2. ბარელიეფი 3. პალიტრა 4. ფერწერა


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-29-2013 07:19 PM

ანესთეზიოლოგი : ქირურგი
(ა) რედაქტორი : მწერალი
(ბ) გრიმიორი : რეჟისორი
(გ) მხატვარი : ფერმწერი
(დ) ფიზიკოსი : ლაბორანტი

სწორი პასუხი: (ბ)

მიამიტი : უნდობლობა
ულმობელი : თანაგრძნობა

1.სიმამაცე 2. მზაკვრობა 3. მტრობა 4. თანაგრძნობა

ცხენი : პონი
ნაწარმოები : მინიატურა

1. ფაბულა 2. აბზაცი 3. მინიატურა 4. გრავიურა

იუმორი : დამცინავი
ხოტბა : მლიქვნელი

1. მლიქვნელი 2. თვალთმაქცი 3. მეხოტბე 4. ალერსიანი

ვიქტორინა : პასუხის გაცემა
კონსულტაცია : რჩევა-დარიგება

1.გასაუბრება 2. რჩევა-დარიგება 3. ახსნა-განმარტება 4. დახმარება

ამბიციური : ამაყი
იდილიური : უშფოთველი

1. უშფოთველი 2. ემოციური 3. დრამატული 4. სასიამოვნო

მეთოდი : ანალიზი
ცერემონია: კორონაცია

1. კორონაცია 2. მასკარადი 3. პრეზენტაცია 4. იუბილე


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-29-2013 08:23 PM

1. წყალი : ზღვა
(ა) ვარსკვლავი : ცა
(ბ) ქვიშა : უდაბნო
(გ) ყვავილი : მინდორი
(დ) ფოთოლი : ტყე

სწორი პასუხი (ბ)

2. რიკულებიანი : ქონგურებიანი
(ა) მღვრიე : გაზვებული
(ბ) ტენიანი : წვიმიანი
(გ) გამჭვირვალე : გამჭოლი
(დ) უჯრედებიანი : ცალხაზიანი

სწორი პასუხი (დ)

3. რეკლამა : ინტერესი
(ა) აცრა : იმუნიტეტი
(ბ) მატიანე : ისტორია
(გ) ამოცანა : მინიშნება
(დ) ქარაგმა : საიდუმლო

სწორი პასუხი (ა)

4. მარშრუტი : წინასწარ დასახული გზა
(ა) მანევრი : სტრატეგია
(ბ) ტრაექტორია : მოძრაობა
(გ) გეზი : მიმართულება
(დ) ორიენტირი : ტენდენცია

სწორი პასუხი (გ)

5. ბურჯი : ქვაკუთხედი
(ა) ციხე : კოშკი
(ბ) გუმბატი : სახურავი
(გ) ჯებირი : მოაჯირი
(დ) ფუძე : საძირკველი

სწორი პასუხი (დ)

6. კლინიკა : სამკურნალო
(ა) სამინისტრო : დიპლომატიური
(ბ) პოლიგონი : გამოცდილი
(გ) ლაბორატორია : კვლევითი
(დ) ობსერვატორია : ოპტიკური

სწორი პასუხი (გ)

7. მეზღვაური : მფრინავი
(ა) ქორეოგრაფი : მოცეკვავე
(ბ) ცირკის მსახიობი : კლოუნი
(გ) ჟიურის წევრი : შემსრულებელი
(დ) კომპოზიტორი : რეჟისორი

სწორი პასუხი (დ)

8. უდაბნო : გაუდაბნოება
(ა) ზღვა : მოზღვავება
(ბ) რიყე : გამორიყვა
(გ) მყინვარი : გამყინვარება
(დ) ჭაობი : დაჭაობება

სწორი პასუხი (დ)

9. ავტომატური მოწყობილობა : რობოტი
(ა) შენიღბვა : კომუფლიაჟი
(ბ) მიმართულება : ისარი
(გ) შემოსაზღვრა : ფარგალი
(დ) ექსკურისია : მარშრუტი

სწორი პასუხი (ა)

10. სათავე : სათაური
(ა) ზედაპირი : ეკრანი
(ბ) მწვერვალი : კულმინაცია
(გ) შუაგული : ცენტრი
(დ) კუთხე : კიდე

სწორი პასუხი (ბ)


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-30-2013 07:48 PM

11. შეცდომა : გასწორება
(ა) საშლელი : წაშლა
(ბ) ნაღმი : განაღმვა
(გ) რიყე : გარიყვა
(დ) ქარი : გაქარვება

სწორი პასუხი (ბ)

12. გული აიცრუა : თავი დაანება
(ა) ლაგამი მიუშვა : ლაგამი ამოსდო
(ბ) გზა უჩვენა : გზა გაუკაფა
(გ) სიტყვა შეუბრუნა : სიტყვა გატეხა
(დ) ნიადაგი მოუმზადა : ნიადაგი გამოაცალა

სწორი პასუხი (ბ)

13. აცრა : იმუნიტეტი
(ა) რეკლამა : ინტერესი
(ბ) მატიანე : ისტორია
(გ) ამოცანა : მინიშნება
(დ) ქარაგმა : საიდუმლო

სწორი პასუხი (ა)

14. ეკონომიკა : ეკონომიკური ბუმი
(ა) კულტურა : რენესასნსი
(ბ) მედიცინა : ეპიდემია
(გ) პოლიტიკური ასპარეზი : არჩევნები
(დ) სპორტული შეჯიბრი : ფინიში

სწორი პასუხი (ა)

15. მსახიობი : დუბლიორი
(ა) ოფიცერი : ჯარისკაცი
(ბ) მცველი : გიშაგი
(გ) სამხედრო მოსამსახურე : რეზერვისტი
(დ) ომის ვეტერანი : ახალწვეული

სწორი პასუხი (გ)

16. ძიება : აღმოჩენა
(ა) მსჯელობა : აზროვნება
(ბ) ქმედება : შემოქმედება
(გ) დამუშავება : მოპირკეთება
(დ) შეჯიბრი : გამარჯვება

სწორი პასუხი (დ)

17. კორექტორი :კოლექტორული შეცდომა
(ა) ჟურნალისტი : ჟურნალი
(ბ)მონარქი : მონარქია
(გ) მეხანძრე : ხანძარი
(დ) მეწისქვილე : წისქვილი

სწორი პასუხი (გ)


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-30-2013 08:49 PM

18. მორევი : ქარბორბალა
(ა) ზვავი : მეწყერი
(ბ) ვულკანი : ლავა
(გ) შტორმი : შხეფი
(დ) გამყინვარება : ყინული

სწორი პასუხი (ა)

19. ნიღაბი : ფარისეველი
(ა) სათვალე : დაკვირვებული
(ბ) აირწინაღი : მომწამლავი
(გ) ჯავშანი : შეშინებული
(დ) ნაჭუჭი : გულჩათხრობილი

სწორი პასუხი (დ)

20. უსიამოვნო:გაუსაძლისი
(ა) დანაშაული:შეცდომა
(ბ) არასაიმედო:ვერაგი
(გ) დატუქსვა:შენიშვნა
(დ) ზუსტი:საფუძვლიანი

სწორი პასუხი (ბ)

21. მოდი:მობრძანდი
(ა) გამომართვი:ინებე
(ბ) მიირთვი:ჩათქვლიფე
(გ) ითამაშე:გაერთე
(დ) გაიქეცი:დაეწიე

სწორი პასუხი (ა)

22.ქალი:მანდილოსანი
(ა) ლამაზი:კეთილი
(ბ) დაშორება:დაცილება
(გ) მორიდებული:ამაყი
(დ) ალერსი:ნაზი

სწორი პასუხი (ბ)

23.ამპარტავანი:ამბიციური
(ა) შურიანი:ავი
(ბ) სტენდი:დაფა
(გ) უშნო:მახინჯი
(დ)ატრიბუტი:ნაწილი

სწორი პასუხი (გ)

24. გიჟი: გადარეული
(ა) ჭკვიანი:სულელი
(ბ) ახალგაზრდა:ნასწავლი
(გ) მზაკვარი:მოღალატე
(დ) ხვალ: მომავალში

სწორი პასუხი (გ)

25. უშნო:შეუხედავი
(ა) ვიტრინა:მაღაზია
(ბ) ქედმაღალი:ამაყი
(გ) გამოფენა:დარბაზი
(დ) სწრაფი:აზროვნება

სწორი პასუხი (ბ)

26. ლაპარაკი:დუმილი
(ა) გზა:სიშორე
(ბ) ლექსიკონი:სახელმძღვანელო
(გ) ნაცნობი:უცნობი
(დ) ორცხობილა:ნამცხვარი

სწორი პასუხი (გ)

27. ლამაზი:მზეთუნახავი
(ა) დაფარული:დახურული
(ბ) ბრწყინვალე:თვალისმომჭრელი (Your Answer)
(გ) დაუსრულებელი:დაუმთავრებელი
(დ) დანაშაული:სასჯელი

სწორი პასუხი (ბ)

28. წმინდა:სპეტაკი
(ა) მოკლე:ჯუჯა
(ბ) პატიება :ღალატი
(გ) გზა:გზაჯვარედინი
(დ) უღონო:სუსტი

სწორი პასუხი (დ)


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-30-2013 09:50 PM

29. აბსტრაქცია:განყენება
(ა) ლამაზი:მშვენიერი
(ბ) მინდობილობა:მიმნდობი
(გ) აქტიური:პასიური
(დ) ელექტრობა:გაზიფიკაცია

სწორი პასუხი (ა)

30.ასტრონომი : ციური სხეული
(ა) ლირიკოსი :პოეზია
(ბ) იურისტი : სარჩელი
(გ) ლინგვისტი : ენა
(დ) კომიკოსი : პაროდია

სწორი პასუხი (გ)

31. კარნახი : მინიშნება
(ა) კრახი : მარცხი
(ბ) პასუხი : შეკითხვა
(გ) ამოცანა : ანგარიში
(დ) სიმღერა : ჟღერადობა

სწორი პასუხი (ა)

32. გული : გულსისძარღვთა სისტემა
(ა) ხერხემალი : ძვლის სტრუქტურა
(ბ) ორგანიზმი: უჯრედის სტრუქტურა
(გ) თავის ტვინი : ნერვული სისტემა
(დ) მყესი : კუნთოვანი სისტემა

სწორი პასუხი (გ)

33. ქარის წისქვილი : წყალი
(ა) ავტომანქანა : საწვავი
(ბ) წყლის თხილამურები : ტალღა
(გ) ქაღალდი თვითმფრინავი : ჰაერი
(დ) ორთქლმავალი : ელექტროენერგია

სწორი პასუხი (დ)

34. გლობალური : ლოკალური

(ა) პერმანენტული : სისტემატური
(ბ) სტრუქტურული : დეტალური
(გ) ეკოლოგიური : კოსმოსური
(დ) სპონტანური : დაგეგმილი

სწორი პასუხი (დ)

35. წერილი : წერს
(ა) ტივი : ტივტივებს
(ბ) ნერგი : რგავს
(გ) სარწყავი : რწყავს
(დ) ხნული : ხნავს

სწორი პასუხი (დ)

36. თევზი : ლაყუჩი
(ა) როიალი : კლავიში
(ბ) ხე : წიწვი
(გ) გზა : ასფალტი
(დ) ტანსაცმელი : ღილი

სწორი პასუხი (ა)

37. გზის აბნევა : კომპასი
(ა) შეჯიბრი : ჯილდო
(ბ) ავადმყოფობა : მედიკამენტი
(გ) განძი : სამალავი
(დ) სიჩქარე : სპიდომეტრი

სწორი პასუხი (ბ)


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-31-2013 05:34 PM

38. ყვავილი : თაფლი
(ა) ქაღალდი : რვეული
(ბ) საბადო : ფოლადი
(გ) ფქვილი : ცომი
(დ) წვიმა : გუბე

სწორი პასუხი (ბ)

39. კინოეკრანი : კინოკამერა
(ა) თეფში : გაზქურა
(ბ) ვიტრინა : მაღაზია
(გ) სარკე : გამოსახულება
(დ) ისარი : ცოფერბლატი

სწორი პასუხი (ა)

40. პურის ყანა : ჯეჯილი
(ა) რტო : ფესვი
(ბ) ბუჩქი : ეკალი
(გ) ნაყოფი : ნერგი
(დ) ფოთოლი : კვირტი

სწორი პასუხი (დ)

41. ფარმაცეფტი : ავადმყოფი
(ა) რეჟისორი : მსახიობი
(ბ) მონადირე : ზოოლოგი
(გ) მწვრთნელი : მოციგურავე
(დ) კომპოზიტორი : მსმენელი

სწორი პასუხი (დ)

42. ჯუნგლი : ტაიგა
(ა) ნატურმორტი : პორტრეტი
(ბ) სპექტაკლი : სცენარი
(გ) მუსიკა : სიმფონია
(დ) ტექსტი : სქოლიო

სწორი პასუხი (ა)

43. ბრტყელი : რელიეფური
(ა) ლაკონური : სხარტი
(ბ) ჰარმონიული : შეთანხმებული
(გ) აბსურდული : კანონზომიერი
(დ) ადაპტირებული : შეგუებული

სწორი პასუხი (გ)

44. ლამბაქი : ლანგარი
(ა) ლიფტი : ესკალატორი
(ბ) რუკა : ატლასი
(გ) გვირაბი : ბორანი
(დ) კედელი : ტიხარი

სწორი პასუხი (ა)

45. მასკარადი : ნიღაბი
(ა) კლავიატურა : მუსიკალური საკრავი
(ბ) ცილინდრი : გეომეტრიული სხეული
(გ)ჰოსპიტალი : სამხედრო ნაწილი
(დ) კროსვორდი : სიტყვების განლაგება

სწორი პასუხი (დ)

46. დროშა : ჰიმნი
(ა) მოლბერტი : პალიტრა
(ბ) საათი : ციფერბლატი
(გ) რგოლი : სამაჯური
(დ) ლექსი : პოემა

სწორი პასუხი (ა)

47. მთაგრეხილი : მთა
(ა) ხერხემალი : მალა
(ბ) ასანთი : ღერი
(გ) ღობე : მესერი
(დ) გზა : ჩიხი

სწორი პასუხი (ა)


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-31-2013 06:47 PM

48. კასკადიორი : ჩანაცვლება
(ა) პროტოტიპი : შექმნა
(ბ) ილუზიონისტი : აღქმა
(გ) კორექტორი : შესწორება
(დ) ფარმაცევტი : მკურნალობა

სწორი პასუხი (გ)

49. ელვა : კლაკნილი ნათება

(ა) მეწყერი : მიწის ქანები
(ბ) ცუნამი : ტალღის სიდიდე
(გ) ტორნადო : მტვრის სვეტი
(დ) მიწისძვრა : რყევის სიმძლავრე

სწორი პასუხი (გ)

50. ემუქრება : შეაშინებს
(ა) მფარველობს : დაიცავს
(ბ) მკურნალობს : გამოაჯანმრთელებს
(გ) ანაცვლებს : გადაასხვაფერებს
(დ) ამოწმებს : შეაქებს

სწორი პასუხი (ბ)

51. თვითმფრინავი : ფრინველი
(ა) ღუზა : მყვინთავი
(ბ) რობოტი : ავტოპილოტი
(გ) ტექსტი : სუფლიორი
(დ) საათი : გუშაგი

სწორი პასუხი (ა)

52. აბორიგენი : ენდემური სახეობა
(ა) ტურისტი : სამუზეუმო ექსპონატი
(ბ) მკვლევარი : მონიტორინგი
(გ) ემიგრანტი : საექსპორტო საქონელი
(დ) დამბყრობელი : ნადავლი

სწორი პასუხი (გ)

53. სპორტი : რეკორდი
(ა) ხელოვნება : შედევრი
(ბ) მედიცინა : დიაგნოზი
(გ) არქეოლოგია : ექსპედიცია
(დ) მეცნიერება : პუბლიკაცია

სწორი პასუხი (ა)

54. ორჭოფობს : გადაწყვიტა
(ა) შეჰყურებს : დაინახა
(ბ) ჩურჩულებს : თქვა
(გ) სიამოვნებს : მოეწონა
(დ) თვლემს : დაეძინა

სწორი პასუხი (დ)

55. კონფიდენციალური : საჯარო
(ა) ტოქსიკური : უვნებელი
(ბ) ობიექტური : მიუკერძოებელი
(გ) ჰერმეტული : დახშული
(დ) პროგრესული : დროული

სწორი პასუხი (ა)

56. ბილიკი : გამზირი
(ა) ჩოგანი : ბურთი
(ბ) ციგა : მარხილი
(გ) ყანა : ვენახი
(დ) მთა : უღელტეხილი

სწორი პასუხი (ბ)


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-31-2013 07:53 PM

57. კოკორი : ვარდი
(ა) ბოკვერი : ლომი
(ბ) კნუტი: ლეკვი
(გ) ბოლქვი : ია
(დ) გვირგვინი : თაიგული

სწორი პასუხი (ა)

58. ჯავრი : დარდი
(ა) დაზოგვა : შენახვა
(ბ) ხარვეზი : ნაკლი
(გ) გორა : მთა
(დ) დესერტი : ნამცხვარი

სწორი პასუხი (ბ)

59. თოვლი : თეთრი
(ა) მზე : მცხუნვარე
(ბ) კლიმატი : მკაცრი
(გ) შარა : გრძელი
(დ) სარკე : მრგვალი

სწორი პასუხი (ა)

60. მძივი : საყურე
(ა) საცხოვრებელი : სასახლე
(ბ) მუსიკალური მიმდინარეობა : როკი
(გ) ავტომობილი : ვტომანქანა
(დ) კალათბურთი : ფეხბურთი

სწორი პასუხი (დ)

61. ბრძოლა : უთანასწორო
(ა) ვარდი : სურნელოვანი
(ბ) თვალი : ფერადი
(გ) კლიმატი : ზომიერი
(დ) გირჩა : ყავისფერი

სწორი პასუხი (გ)

62. საავადმყოფო : მედიკამენტი
(ა) მაღაზია : პროდუქტი
(ბ) სკოლა : სახელმძღვანელო
(გ) ორგანიზაცია : მისამართი
(დ) ბანკი : ფული

სწორი პასუხი (ბ)

63. ჯამბზი : არენა
(ა) მსახიობი : სცენა
(ბ) ოპერატორი : კამერა
(გ) ჟურნალისტი : პრესა
(დ) ბალერინა : ბალეტი

სწორი პასუხი (ა)

64. ბაღი : წალკოტი
(ა) ეკლესია : ტაძარი
(ბ) დესპოტი : ტირანი
(გ) ღარიბი : ღატაკი
(დ) საუბარი : ბაასი

სწორი პასუხი (გ)

65. პრომეთე : ლეგენდა
(ა) ციყვი : ფუღურო
(ბ) აქლემი : უდაბნო
(გ) ფერია : ზღაპარი
(დ) მედეა : ლოლხეთი

სწორი პასუხი (გ)

66. ტლანქი : მოუქნელი
(ა) გემი : ნავი
(ბ) მომჭირნე : თავშენახული
(გ) დემონი : ვერაგი
(დ) ბოგანო : უქონელი

სწორი პასუხი (დ)

67. მღვიმე : ბნელი
(ა) წყალი : თხევადი
(ბ) ვარდი : სურნელი
(გ) ნაზი : ია
(დ) ცა : ნათელი

სწორი პასუხი (ა)

68. მიდის : წავიდა
(ა) დადის : გავიდა
(ბ) მოდის : მოდიოდა
(გ) გამახარა : გაიხარა
(დ) მორბის :მოირბინა

სწორი პასუხი (დ)

69. ბავშვი : ტაატი
(ა) მთვრალი : ბანცალი
(ბ) მორბენალი : სირბილი
(გ) ცხენი : ჭენება
(დ) კენგურუ : ხტუნვა

სწორი პასუხი (ა)

70. მზე : მწველი
(ა) თქეში : ავდარი
(ბ) ქარი : სუსხიანი
(გ) თოვლი : თოვლიანი
(დ) დღე : ნათელი

სწორი პასუხი (ბ)


RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 10-31-2013 08:57 PM

71. დედაქალაქი : მიყრუებული
(ა) წყალი : მინერალური
(ბ) სიცოცხლე : მარადიული
(გ) ფრაზა : ორაზროვანი
(დ) ღრუბელი : საავდრო

სწორი პასუხი (ბ)

72. ინტერვიუ : მონოლოგი
(ა) დუეტი : არია
(ბ) პიანისტი : მუსიკოსი
(გ) ჟურნალი : გამოცემა
(დ) დივანი : სავარძელი

სწორი პასუხი (ა)

73. ბენდი : მუსიკოსი
(ა) ამქარი : ხელოსანი
(ბ) გრაცია : მოდა
(გ) ეგზემპლარი : პარტია
(დ) ერთი : დუჟინი

სწორი პასუხი (ა)

74. ბამბუკი : პალმა
(ა) გზა : მგზავრი
(ბ) ხავსი : მარჯანი
(გ) მატარებელი : ტროლეიბუსი
(დ) ქალაქი : დასახლება

სწორი პასუხი (გ)

75 ასაბუთებს : დასაბუთებული
(ა) განამტკიცებს : მტკიცე
(ბ) ოხუნჯობს : ენამოსწრებული
(გ) ასუსტებს : ძლიერი
(დ) ასწავლის : გაუნათლებელი

სწორი პასუხი (ა)

76. ფრაგმენტი : ნაწყვეტი
(ა) იუბილე : დაბადების დრე
(ბ) ქანდაკება : ობელისკი
(გ) ნიუანსი : წვრილმანი
(დ) შემთხვევა : ინციდენტი

სწორი პასუხი (გ)

77. გასახედნი : გახედნვა
(ა) გასაწაფი : გაწაფვა
(ბ) გასაკაფი : გაკაფვა
(გ) გასარუჯი : გარუჯვა
(დ) გასაქცევი : გაქცევა

სწორი პასუხი (ა)