Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-25-2013, 07:21 PM (This post was last modified: 11-25-2013 07:35 PM by guru_m.)
Post: #34
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
33. მაგიდაზე ერთ რიგად აწყვია ხუთი ფირფიტა. იქვეა საღებავები და ფუნჯები.
სანდრომ თითოეულ ფირფიტას უნდა გაუკეთოს ერთი ზოლი _ წითელი ან ლურჯი,
თანაც ისე, რომ შესრულდეს შემდეგი ორი პირობა:
• წითელზოლიანი ფირფიტები ლურჯზოლიან ფირფიტებზე მეტი იყოს
• ერთმანეთის მიყოლებით მდებარე სამი ფირფიტიდან ერთი მაინც იყოს ლურჯზოლიანი სანდროს ამის გაკეთება ბევრნაირად შეუძლია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან

რომელი ვითარება განხორციელდება ყველა შემთხვევაში?

(ა) მეორე ფირფიტას აქვს წითელი ზოლი
(ბ) მეოთხე ფირფიტას აქვს ლურჯი ზოლი
(გ) მესამე ან მეოთხე ფირფიტას (ან ორივეს) აქვს წითელი ზოლი
(დ) პირველ ან მეხუთე ფირფიტას (ან ორივეს) აქვს წითელი ზოლი

სწორი პასუხი (დ)

34. მოცემულია:
• ხოხობი არ მიეკუთვნება ბეღურასებრთა ოჯახს
• ამ ტყეში ბეღურასებრთა ბევრი სხვადასხვა სახეობაა გავრცელებული მაშასადამე, ამ ტყეში ხოხბები არ ბუდობენ.

ეს დასკვნა:

(ა) გამომდინარეობს ორივე დებულებიდან, მაგრამ არ გამომდინარეობს არც ერთიდან ცალ-ცალკე
(ბ) არ გამომდინარეობს მოცემული დებულებებიდან
(გ) გამომდინარეობს თითოეული დებულებიდან ცალ-ცალკე
(დ) გამომდინარეობს მხოლოდ ერთ-ერთი დებულებიდან

სწორი პასუხი (ბ)

35. ევროპის ერთ-ერთ დიდ ქალაქში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ
ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალაქის ცენტრალური რაიონების საჯარო სკოლებში
სწავლების ხარისხი გაუარესდა. ექსპერტთა მოსაზრებით, ამის მიზეზი გარეუბნებთან
სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებაა, რამაც ცენტრში დასაქმებულ საშუალო ფენას
შესაძლებლობა მისცა, უფრო პრესტიჟულ გარეუბნებში გადასულიყო საცხოვრებლად,
ცენტრში კი კონცენტრირებული აღმოჩნდა ყველაზე დაბალი სოციალური ფენა,
რომელსაც ნაკლებად აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავად საჭირო პოლიტიკური
ძალა.

რას ემყარება ექსპერტთა მოსაზრება?

(ა) დიდი ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის იაფი და სწრაფი სატრანსპორტო
კავშირი ყოველთვის იწვევს ცენტრალური უბნების განათლების სისტემის კრიზისს
(ბ) ამა თუ იმ უბნის მოსახლეობის პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რამდენად მაღალი
ხარისხისაა აქ სოციალური სამსახურები, მათ შორის, განათლების სისტემა
(გ) ცენტრში ცხოვრება ახალი სატრანსპორტო კავშირის დამყარებამდეც ნაკლებად
პრესტიჟული იყო, მაგრამ აქ არსებულ სკოლებში სწავლების ხარისხის გაუარესება
კიდევ უფრო არაპრესტიჟულს გახდის ცენტრალურ უბნებს
(დ) საშუალო ფენის გარეუბნებში გადასახლება იმიტომ აისახა უარყოფითად
ცენტრალურ უბნებში სწავლების ხარისხზე, რომ გარეუბნებში საცხოვრებლად
გადავიდნენ სკოლის მასწავლებლებიც, რომლებიც საშუალო ფენას მიეკუთვნებიან

სწორი პასუხი (ბ)

36. სოფომ და თეონამ ახალგაზრდა პიანისტის საკონცერტო პროგრამა წაიკითხეს.
პროგრამის შინაარსით გიორგიც დაინტერესდა.
სოფო: თუ პიანისტი შეასრულებს ბახის ფუგას, მაშინ ის არ შეასრულებს
მოცარტის სონატას.
თეონა: თუ პიანისტი შეასრულებს ბახის ფუგას, მაშინ ის შეასრულებს მოცარტის
სონატასაც.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს გოგონების საუბრიდან, თუ
ცნობილია, რომ ორივე გოგონამ სიმართლე თქვა?

(ა) პიანისტი არ შეასრულებს მოცარტის სონატას
(ბ) ზემოთ მოცემული პასუხებიდან არც ერთი არ არის სწორი
(გ) პიანისტი არ შეასრულებს ბახის ფუგას
(დ) პიანისტი შეასრულებს ბახის ფუგასაც და მოცარტის სონატასაც

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა) - guru_m - 11-25-2013 07:21 PM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 1 Guest(s)