Post Reply 
 
Thread Rating:
  • 0 Votes - 0 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Georgian politics
10-29-2013, 08:15 PM
Post: #5
RE: Georgian politics
BBC: ათი რამ, რის გამოც ქართველები სააკაშვილს დაიმახსოვრებენ

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, BBC-ის რუსეთის ბიურო, ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიაში საუბარი პრეზიდენტის მიერ საქართველოში გატარებულ რეფორმებს ეხება და ჟურნალისტი ათ მიზეზს წერს, რის გამოც საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილს დაიმახსოვრებს.

გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას:

1. ვარდების რევოლუცია და ჩაი

2003 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი წინამორბედის, ედუარდ შევარდნაძის ტრიბუნიდან მოსახლეობას და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

დაცვამ დაბნეული პრეზიდენტი პარლამენტის დარბაზიდან ნაჩქარევად გაიყვანა, სააკაშვილმა კი შევარდნაძის მიერ დატოვებული ჭიქა აიღო და მისი ჩაი დალია. სწორედ ეს ჩაი გახდა საქართველოში, ვარდების რევოლუციისა და ხელისუფლების გადაბარების ერთგვარი სიმბოლო.

2. „არქიტექტურული რევოლუცია“

ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილი და მისი მთავრობა ახალი რეფორმების გატარებას შეუდგა. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაზე ამბიციური პროექტების განხორციელება გადაწყვიტა და ახალი შენობების ძალიან სწრაფად აშენება მოისურვა.

სააკაშვილს მხოლოდ „ლენტის გაჭრა“ არ უყვარდა, თუმცა ადგილობრივ პრესაში ძალიან ბევრი სტატია პრეზიდენტის მიერ გახსნილ, მაგრამ დაუმთავრებელ შენობებს ეხებოდა.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბევრი არქიტექტურული სიახლის ინიციატორია. თბილისს, ბათუმსა და საქართველოს დანარჩენ ქალაქებს მისი „რევოლუციური“ სტილი უკვე ეტყობა, თუმცა აღნიშნული ობიექტები ქვეყნის მოსახლეობის კრიტიკას იმსახურებს. განსაკუთრებით დიდ უკმაყოფილებას ძველ თბილისში მდებარე ე.წ. „მშვიდობის ხიდი“ იწვევს.

3. ფასადური დემოკრატია

პარლამენტის ახლადაშენებული შენობა მიხეილ სააკაშვილის მთავრობისთვის ერთ-ერთი საამაყოა. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული შენობა ქვეყნის გამჭვირვალობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.

მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პარლამენტისა და პოლიციის ახალი, გამჭვირვალე შენობებისა, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი მაღალი არ ყოფილა და ქვეყანაში ძალიან ბევრი დაუმთავრებელი მშენებლობაა.

4. ქართული ტურიზმი

მიხეილ სააკაშვილი საქართველში ტურისტული პოტენციალის შესახებ ყოველთვის საუბრობდა და ამით მოხიბლულიც იყო. ქვეყნის პრეზიდენტი ტელევიზორში სვანეთში სათხილამურო და შავი ზღვის სანაპიროზე საცურაო კოსტიუმებითაც გამოჩენილა. თუმცა, პრეზიდენტის ასეთი ქცევები, საქართველოს ტრადიციული მოსახლეობისათვის მოსაწონი ნამდვილად არ ყოფილა.

5. სააკაშვილი - მეღვინე

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში არა მარტო ტურიზმის, არამედ მეღვინეობის განვითარებაც გადაწვიტა. წელს, მოსავალის აღებაში მას უკრაინის ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო და მისი ნათლული, სააკაშვილის უმცროსი შვილი, ნიკოლოზი დაეხმარნენ. რთველის შემდეგ იუშენკომ საქართველოს პრეზიდენტისგან საჩუქრად ნათლულის მიერ ხელმოწერილი ღვინის დოქი მიიღო.

6. მენტალური რევოლუცია

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ რომ საქართველო დღეს სხვა ქვეყანაა და წინა მთავრობის მიერ დანატოვარს არ ჰგავს. ამის პირველი მიზეზი კი არა ახალი გზები და განათებული ქუჩებია, არამედ კრიმინალის შემცირება, კანონიერ ქურდებთან და კორუფციასთან ბრძოლაა. თუმცა სააკაშვილის მთავრობას ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევებსაც აბრალებენ.

7. ჰალსტუხის ჭამა

კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავის ჰალსტუხს ჭამდა, ტელეკომპანია BBC-მ 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას გადაიღო. „ჰალსტუხის ინციდენტი“ ხუმრობის ობიექტად არა მარტო რუსეთში, არამედ საქართველოშიც ამ დრომდე რჩება. ეს კადრები ხომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული მომენტის დროსაა გადაღებული.

8. მექალთანე

საქართველოს პრეზიდენტის პირადი ცხოვრების ირგვლივ საქართველოში დებატები არ წყდება. ადგილობრივ პრესაში ხშირად წერენ იმის შესახებ, თუ როგორ ჰყავს სააკაშვილს გარშემო ლამაზი ქალები და როგორ ინიშნებიან ისინი მინისტრებად.

9. ბოტოქსის ფული

სააკაშვილს საზღვარგარეთ დიდი დრო აქვს გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქართველი ამაყად უყურებს საერთაშორისო ტრიბუნებიდან მის გამოსვლებს, მას თანამემამულეები საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, სააკაშვილმა ბოტოქსის ინექციებისთვის 11 ათას ევროზე მეტი დახარჯა. გავრცელებული ინფორმაცია, ქვეყნის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო.

10. სააკაშვილი - საყვარელი თუ საძულველი

როგორ შევა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში წლების შემდეგ, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა 10 წლიანი მმართველობის შემდეგ ის მოსახლეობას ან უყვარს, ან სძულს.

წყარო: http://news.ge/
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014, 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 2 Guest(s)