Post Reply 
 
Thread Rating:
  • 0 Votes - 0 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Georgian politics
01-17-2014, 02:15 AM (This post was last modified: 01-17-2014 02:55 AM by guru_m.)
Post: #11
RE: Georgian politics
2014-01-16 17:33:10
თბილისს შუქნიშნების გათიშვა და ნაგავთან დაკავშირებული პრობლემები ემუქრება?!

საკრებულოს უმცირესობის წევრი, ირაკლი ნადირაძე თბილისის ბიუჯეტის ჩავარდნის თემას გამოეხმაურა. მან მოსალოდნელ პრობლემებსა და საფრთხეებზე ისაუბრა.
„შეიძლება პრობლემები შეიქმნას ხელფასების გაცემის თვალსაზრისით. დაახლოებით 6 000-მდე თანამშრომელი და ოჯახი დარჩეს შემოსავლის გარეშე. აგრეთვე შესაძლოა საფრთხე შეექმნას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე შუქნიშნების გათიშვის საფრთხეც არსებობს. აგრეთვე კეთილმოწყობის მიმართულებით სულ მალე შეიძლება ნაგვის გატანაზე შეიქმნას პრობლემა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უმრავლესობას ნუ მიიღებენ ბრმად, მათი ბელადების მიერ შემოთავაზებულ მითითებებს რომ არ დაუჭირონ მხარი ცალსახად და ბრმად დედაქალაქის ბიუჯეტს.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

წყარო: http://www.cp.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა
2014-01-16 18:46:17

მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, სხვადასხვა აქტუალურ თემებზე საუბრის გარდა, საინტერესო განცხადებაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში პირველად არალეგალ მიგრანტთა თავშესაფარი აშენდება. მსგავსი განცხადება გააკეთა, თუმცა როგორც ჩანს, მის გაჟღერებამდე საკითხის გადამოწმება არ უცდია.

თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და დროებითი განთავსების ცენტრი საქართველოში პირველად 2010 წლის ივნისში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში გაიხსნა. პროექტი საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროსა და გაერო–ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) ერთობლივი პროექტი იყო.

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებების შედეგად მაშინ საქართველოს მხარემ აიღო ვალდებულება შესაფერისი ფართის მოძიებაზე. თავშესაფრისთვის მიწის ნაკვეთი კი სოფელ მარტყოფში გამოიყო.

ცენტრს, რომელიც 60 ადამიანზე იყო გათვლილი, იზოლირებულად გააჩნდა ქალების, მამაკაცებისა და ოჯახების განყოფილებები. შენობა უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი ავეჯით, ტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებითა და მომსახურე პერსონალით. ცენტრში ფუნქციონირებდა კომპიუტერის ოთახი, სპორტული დარბაზი და ბობლიოთეკა.

ცენტრში არსებულ საერთო ოთახში კი თავშესაფრის მაძიებლებს სატელიტური ანტენით სარგებლობის საშუალებაც ჰქონდათ, რათა თავიანთი წარმომავლობის ქვეყნების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

ცენტრის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველანაირი ხარჯის სრული დაფინანსება "გლუკმა" 3 წლის განმავლობაში აიღო. დაფინანსების ვადის გასვლის შემდეგ კი ხარჯებისთვის თანხას სახელმწიფო ეტაპობრივად გამოყოფდა.

წყარო: http://politico.ge

ირაკლი ღარიბაშვილი რაფალიანცის საქმეზე – არ მსურს ამაზე საუბარი
ხუთშაბათი, 16 იანვარი 2014 12:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე ძალიან მძიმე საკითხია და ამ თემაზე საუბარი არ სურს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რაფალიანცის მკვლელობის გამოძიება ცხელ კვალზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ყოფილმა ხელისუფლებამ მთელი რიგი მტკიცებულებები გაანადგურა.

„რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით ადრე გითხარით, რომ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე 1 თვით ადრე, ჩვენ დავინიშნეთ 25 ოქტომბერს. ეს ფაქტი მოხდა არჩევნების წინა ღამეს. 25 დღე საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიებამ ცხელ კვალზე იმუშაოს, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. 25 დღე არის ფაქტობრივად დაკარგული. ის კი არა, მთელი რიგი მტკიცებულებები იქნა განადგურებული და წაშლილი იყო გამოძიებისთვის კვალი. ძალიან მძიმე საკითხია ეს და მე უბრალოდ არ მსურს ამაზე საუბარი. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც შეგვიძლია ჩვენ ამაზე ღიად ვისაუბროთ,“– განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა.

არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, მაგრამ შემზარავი მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ, საქმე გამოძიებული არ არის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემდეგ შსს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვის მკვლელობაში დედა და დეიდა მონაწილეობდნენ.

წყარო: http://ick.ge
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014, 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 3 Guest(s)