Post Reply 
 
Thread Rating:
  • 0 Votes - 0 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Georgian politics
01-17-2014, 03:16 AM (This post was last modified: 01-17-2014 03:28 AM by guru_m.)
Post: #12
RE: Georgian politics
2014.01.16
გრიფით საიდუმლო შეთანხმება მთავრობასა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წელს გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულება, რომელიც ტელეკომპანია “იმედს” ეხება, გასაჯაროვდება.
პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განხილვა, რომელიც “ტელეიმედის” “უკანონო მითვისებას” ეხება.
პატარკაციშვილის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის “საიდუმლო ხელშეკრულების” თაობაზე პირველად ღიად საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა გასული წლის შემოდგომაზე. მან განაცხადა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს, მთავრობამ პატარკაციშვილის ოჯახს 400 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა ტელეიმედის სანაცვლოდ. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საქმეს პროკურატურა იძიებდა.
ივანიშვილის ამ განცხადებას მაშინვე უპასუხეს პატარკაციშვილის ოჯახიდან და განმარტეს, რომ ისინი 400 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდნენ კომპენსაციის სახით - “იმედისა” და “მთაწმინდის პარკის” “წართმევის სანაცვლოდ”, თუმცა საქართველოს მთავრობისგან ეს თანხა არ მიუღიათ. მათ მაშინვე დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ნამდვილად იყო გაფორმებული ოჯახსა და მთავრობას შორის და გამოთქვეს მისი გასაჯაროების თანხმობა.
თუმცა საქართველოს მთავრობას ეს ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ხელშეკრულების გასაჯაროებაზე თანხმობა გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა პატარკაციშვილის ოჯახმა ოფიციალურ განცხადებაში, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრი დღეს ამ საკითხს წარმოადგენს და მალე საზოგადოებას ამ ხელშეკრულების გაცნობის საშუალება ექნება.
დღეს დილით საქართველოს რამდენიმე მედიასაშულების, მათ შორის “ნეტგაზეთის” ელექტრონულ ფოსტაზე ანონიმური წყაროსგან დაიგზავნა აღნიშნული ხელშეკრულების შესაძლო ასლები.
როგორც ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომელთა ავთენტურობა ჯერ გარკვეული არ არის, ხელშეკრულებას აფორმებს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი 2011 წლის ივლისში.
ხელშეკრულებაში “ქართული მხარეს” წარმოადგენს: იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შსს, კუდ-ი, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო ინსპექცია, კომუნიკაციების კომისია, თბილისის მუნიციპალიტეტი.
ხოლო არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ოჯახის მხარეს წარმოადგენენ ინა გუდავაძე, ლია პატარკაციშვილი, ლიანა ჟმოტოვა, ნათელა პატარკაციშვილი.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მთაწმინდის პარკისა და ტვ იმედის სანაცვლოდ პატარკაციშვილის ოჯახი კომპენსაციის სახით ითხოვდა 400 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა საბოლოოდ, მხარეები თანხმდებიან, რომ ოჯახს არ ექნება არანაირი პრეტენზია ტვ იმედის ამჟამინდელი მფლობელის ან “ქართული მხარის” მიმართ, ასევე, მთაწმინდის პარკის საკუთრებასთან დაკავშირებით.
სანაცვლოდ ყველანაირი საგადასახადო ვალდებულებისგან თავისუფლდება პატარკაციშვილის კუთვნილი სხვა კომპანიები, როგორიცაა: შპს “სტანდარტ კაპიტალ საქართველო”, შპს “ფინანსური ინვესტიციების მართვის კომპანია”, სს “მაუდი” და სხვა კომპანიები.
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, შედგა მორიგება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და პატარკაციშვილის კუთვნილ კომპანია “ლანნერ ჰოლდინგს ლიმითედს” შორის. კერძოდ, აღნიშნულ კომპანიას აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ 2010 წლის 30 ოქტომბრამდე განეხორციელებინა 30-მილიონიანი ინვესტიცია სს “მაუდში” და დაესაქმებინა არანაკლებ 500 ადამიანი, რაც ვერ შეასრულა, თუმცა სამინისტრომ არ გამოიყენა ხელშეკრულებით გაწერილი სანქციები, რომლითაც შეეძლო კომპანიისგან სს “მაუდის” აქციების უკან დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტების ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის და უცნობია, თუკი მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას დოკუმენტების გასაჯაროებაზე, დამატებით რა მასალა გახდება ცნობილი.
საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, 2012 წლის 16 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედი” ისევ პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, მათსა და იმჟამინდელ მფლობელს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ნათესავის - ჯოზეფ ქეის ხელში აღმოჩნდა ტელეიმედი, თუმცა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან ჩვენება მისცა საგამოძიებო ორგანოებს, რომ ტელეკომპანია მისგან მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიითვისეს გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მეშვეობით.
ამ საქმის სასამართლოში განხილვისას, 15 იანვარს გიორგი ისაკაძეს, რომელიც სასამართლოზე პროკურატურის მოწმეს წარმოადგენდა, შეკითხვები იმ პერიოდთან დაკავშირებით დაუსვეს, როდესაც ის “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის” დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “იმედსაც” ფლობდა. ისაკაძემ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის” 10%–ს ბიზნესმენი ჯოსეფ ქეი ფლობდა, დანარჩენის მფლობელთა ვინაობა კი მისთვის უცნობი იყო. თუმცა კომპანიის დირექტორობაზე მან შეთავაზება არა ჯოზეფ ქეისგან, არამედ დავით კეზერაშვილისგან მიიღო:
“კეზერაშვილისთვის არ მიკითხავს, რატომ მონაწილეობდა ამ პროცესებში. დირექტივები თანამდებობის დაკავებაზე და თანამდებობის დატოვებაზე მისგან მოდიოდა”, – განაცხადა პროცესზე გიორგი ისაკაძემ.

წყარო: http://www.netgazeti.ge

,,შენ რასაც არ გეკითხებიან, იმაში ნუ ჩაერევი...“ - დაპირისპირება ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის
17:39 2014-01-16
არჩევნებამდე, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სთხოვა გიორგი მარგველაშვილს, ხელი მაინც მოეწერა მეგობარ ქალთან, მაკა ჩიჩუასთან, რათა მათი ურთიერთობა საზოგადოებისა და ჟურნალისტების სალაპარაკო არ გამხდარიყო.

რა ხდება საქართველოს პირველ პირებს შორის, რა საუბარი შედგა ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის და რაზე განაწყენდა ივანიშვილი?- ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი ,,ალია“ სტატიას ქვეყნის პირველ პირებს შორის დაპირისპირებაზე.
გაზეთის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის განაწყენების პირველ საბაბად გიორგი მარგველაშვილის ოჯახური მდგომარეობა და ამის გარშემო საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო: ,მარგველაშვილმა პირველად საყვედური მისი ოჯახური მდგომარეობის გამო მიიღო. კერძოდ, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა სთხოვა გიორგი მარგველაშვილს, ხელი მაინც მოეწერა მეგობარ ქალთან, მაკა ჩიჩუასთან, რათა მათი ურთიერთობა საზოგადოებისა და ჟურნალისტების სალაპარაკო არ გამხდარიყო, მაგრამ მარგველაშვილმა პრემიერის ეს თხოვნა არაფრად ჩააგდო“, - წერს გაზეთი ,,ალია“ და წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით მეორე მიზეზსაც ასახელებს, კერძოდ მარგველაშვილის მიერ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ძმის, ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის მრჩევლად წაყვანა.

,,ივანიშვილთან დაახლოებული წრე აცხადებს, რომ ექსპრემიერს მიხეილ მაჭავარიანი ძალიან არ მოსწონს, რადგან წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს ფულს სწორედ მიხეილ მაჭავარიანის საშუალებით ,,სძალავდა“, მიხეილ მაჭავარიანი იყო შუამავალი ბიზნესმენებსა და ყოფილ პირველ პირებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ვანო მაჭავარიანი მარგველაშვილმა ,,ქართული ოცნების“ გუნდში გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე თვით ადრე მიიყვანა, ივანიშვილს მაინც არ ეგონა თუ მის მიერ გაპრეზიდენტებული მარგველაშვილი ვანო მაჭავარიანს მრჩევლად დანიშნავდა“, - წერს ,,ალია“ წყაროზე დაყრდნობით.

რაც შეეხება პრემიერმინსიტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის არსებული უთანხმოების მიზეზს, ,,ალიას“ ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირებს შორის მძიმე საუბარი ,,მოწმის დაკითხვის ახალ წესს“ უავშირდება. მარგველაშვილის სურდა კანონში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოწმეთა დაკითხვა მხოლოდ სასამართლო პროცესზე იქნებოდა შესაძლებელი. ,,პარლამენტმა ცვლილება დაამტკიცა და მოწმის დაკითხვის ახალმა წესმა 2015 წლის 31 დეკემბრამდე კი გადაიწია, მაგრამ ღარიბაშვილს წყენა მაინც დარჩაო, სწორედ ამ ცვლილების გამო ძალიან მძიმე სუბარი შემდგარა ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს შორის და სწორედ ამ მიზეზით არ მისულა პრეზიდენტი შობის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში. სწორედ ამ მიზეზით თქვა პრემიერმა მინისტრებთან შეხვედრაზე ფრაზა - ვისაც არ ეზარება, ყველა საკანონმდებლო ინიციატივით გამოდისო. მსგავსი რამ მომხდარა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც მარგველაშვილს რაღც საკანონმდებლო ინიციატივაზე წამოუწყია საუბარია, რაზეც პრემიერს უპასუხია, შენ რასაც არ გეკითხებიან იმაში ნუ ჩაერევიო“, - წერს გაზეთია ,,ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

წყარო: http://newposts.ge/
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014, 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 3 Guest(s)