Post Reply 
 
Thread Rating:
  • 0 Votes - 0 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Georgian politics
04-17-2014, 03:39 AM (This post was last modified: 04-17-2014 04:16 AM by guru_m.)
Post: #23
RE: Georgian politics
შტეფან ფულე: „რუსეთმა გამოიწვია ევროპა და მისი პრინციპები“

16 April, 2014

ევროკომისრის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეფასებით, „რუსეთმა გამოიწვია ევროპა და მისი პრინციპები“ და ის, თუ რის მიღწევას აპირებს მოსკოვი უკრაინაში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ ევროპის მთლიანობა და თავისუფლება, რომელიც დამყარებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ერთობლივ მოვალეობებზე, ყველა ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მათი არჩევანი საკუთარი ბედის გადაწყვეტისას სერიოზული და საშიში საფრთხის წინაშეა“– განაცხადა ევროკომისარმა.
ფულემ ასევე აღნიშნა, რომ „ნებისმიერი სამხედრო ან ეკონომიკური ზეწოლა უკრაინის მიმართ დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეჩერებული და კონტინენტზე ნებისმიერი სისხლისღვრის თავიდან აცილება მთელი ევროპის ინტერესებში შედის“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული სპეცსამსახურებისა და სეპარატისტების საუბრის ჩანაწერი მოიპოვა, რომლის თანახმად, სეპარატისტებს მიეცათ დავალება, 100–200 მოქალაქის ლიკვიდაცია მოახდინონ, რათა შეიქმნას საბაბი რუსული ჯარის შესაყვანად.

წყარო: http://www.frontnews.ge/

გაერო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს არ გააგზავნის
10:47 16-04-2014

გაერო უკრაინაში ამ ეტაპზე თავის მშვიდობისმყოფელებს არ გააგზავნის. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა.
როგორც ბან კი მუნმა აღნიშნა, ვიდრე გაერო მშვიდობისმყოფელებს გააგზავნის, აუცილებელია ეს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს წევრებთან შეათანხმოს.
"სულ მცირე ჩვენ უნდა გვქონდეს მანდატი და უშიშროების საბჭოს თანხმობა. ამის გარეშე მე არ შემიძლია რაიმე ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ბან კი მუნმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ბან კი მუნს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს გაერო-ს მშვიდობისმოყოფელების გაგზავნის თაობაზე თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

წყარო: http://www.interpressnews.ge/

„საღამოს გაზეთი“- მარგველაშვილის თვითმფრინავების მომსახურება ბიუჯეტს წლიურად მინიმუმ 10 მილიონი უჯდება
11:55 16.04.2014
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ავლაბრის რეზიდენციის მსგავსად, არც 80 მილიონიან ვიპ-თვითმფრინავზე ამბობს უარს. ავიალაინერი „გოლსტრიმ 450“ ამ დრომდე რჩება პრეზიდენტის ავიაპარკში და მის მომსახურებაზე ყოველთვიურად 800 ათასი ლარი იხარჯება.
„საღამოს გაზეთის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ბორტს მომსახურებას ავიაკომპანია „აირზენა“ უწევს. თვითმფრინავი 2011 წელს თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ე.წ ლიზინგის წესით შეიძინა. ამერიკაში წარმოებული ლაინერის გამოსყიდვა ქვეყნის ბიუჯეტს 80 მილონი ლარი უჯდება და ამ თანხას, მომწოდებელ კომპანიას, საქართველო დღემდე უხდის.
ბაჩო ახალაიას უწყებამ „გოლსტრიმ 450“ სახელმწიფო ტენდერის გვერდის ავლით შეიძინა და ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი დაადო. დოკუმენტის გასაჯაროება ალასანიას უწყებამ 2012 წელს მოახდინა. მაშინ თავდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ ძვირადღირებულ ლაინერს მომწოდებელ კომპანიას უკანვე დაუბრუნებდა.
აი რას აცხადებდა ირაკლი ალასანია 2012 წლის დეკემბერში:
„ვფიქრობ, რომ ეს არამიზნობრივი ხარჯია. ბიუჯეტსა და ხალხს, საქართველოს პრეზიდენტის დამატებითი თვითფრინავით უზრუნველყოფა 80 მილიონზე მეტი დაუჯდა. სწორედ ეს საკითხია გადახედილი და ჩვენ ალბათ ამ ვალდებულებისგან გავთავისუფლდებით“....
თავდაცვის მინისტრის ამ დაპირების შემდეგ რეალობა უცვლელი დარჩა და ძვირადღირებული ლაინერი, დღეს უკვე გიორგი მარგველაშვილს ემსახურება.
როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა ავიაპარკის შემცირებაზე უარი თქვა და სააკაშვილის მსგავსად, დღეს მის განკარგულებაშიც 2 თვითმფრინავია, „სიერჯი-200,“ რომელიც სააკაშვილმა პირველი საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე შეიძინა და 2005 წელს გამოშვებული ამერიკული „გოლსტრიმ 450“. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ის საათში ცხრაას კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს და შორი მანძილის დაფარვა შეუძლია. სავარაუდოდ, ვიპ-თვითმფრინავის ეს შესაძლებლობები სააკაშვილისგან განსხვავებით მარგველაშვილს არ გამოუცდია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი ოფიციალური ვიზიტები ერევანს და პოლონეთს ვერ გასცდა.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია: პერეზიდენტის ორივე ბორტს ავიაკომპანია „აირზენა“ ემსახურება. როგორც „საღამოს გაზეთისთვის“ ცნობილი გახდა, „აირზენას“ ხელმძღვანელობამ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2011 წელს ურჩია არ შეეძინა „გოლსტრიმ 450“ რადგან ბორტის მომსახურება კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული. როგორც ბევრი სხვა, ყოფილმა პრეზიდენტმა ეს რეკომენდაციაც არ გაითვალისწინა. თუმცა როგორც ჩანს, ბიუჯეტის თანხების დაზოგვას არც მარგველაშვილი გეგმავს. ის ძვირადღირებული თვითმფრინავის მომსახურებაზე უარის თქმას არ აპირებს. შესაბამისად, არც ალასანიას უწყება გეგმავს 80 მილიონიანი სალიზინგო ხელშეკრულების გადახედვას. ეს ინფორმაცია „საღამოს გაზეთს“ თავდაცის სამინისტროშიც დაუდასტურეს.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ხათუნა ლეჟავა:
- ჩემთვის ეს თემა ცნობილია. დიახ, თვითმფრინავთან დაკავშირებით მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვა მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ვიცი, ეს პროცესი შეჩერებულია.
- გამოდის, რომ თვითმფრინავის უკან დაბრუნება აღარ მოხდება და „გლოსტრიმ 450“ პრეზიდენტის განკარგულებაში დარჩება?
-მე გადავამოწმებ ამ ინფორმაციას უფრო კონკრეტულად ჩვენს უწყებაში და ეკონომიკის სამინისტროში და აუცილებლად დაგირეკავთ....
-ამ დაპირების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებით ჩვენთან განმარტებები აღარ გაუკეთებია.
„გოლსტრიმ 450“-ის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხი არ აღმოჩდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.
თიკო მჟავანაძე, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი:
-„ეს ინფორმაცია არის საიდუმლო და მასზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამაზე სპეცსამსახურებს უნდა კითხოთ, პრეზიდენტის გადაადგილებას ისინი უზრუნველყოფენ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიზიტებზე, სადაც ვიმყოფებოდით, ერთი პატარა თვითმფრინავით დავფრინავთ“- განაცხადა მჟავანაძემ.
პრეზიდენტის პრესსამსახურისთვის უცნობი აღმოჩნდა ისიც, თუ რა თანხებთან არის დაკავშირებული ამ „პატარა თვითმფრინავის“ შენახვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, „გოლსტრიმ 450“-ის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს თვეში 800 ათასი ლარი უჯდება. გაცილებით ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს პრეზიდენტის მეორე ბორტი „სიერჯი 200“, რომლის მომსახურებითაც საქართველოს ახალ პრეზიდეტს ამ დრომდე არ უსარგებლია.

წყარო: http://www.newspress.ge/

რა სიურპრიზს უმზადებს თურქეთი რუსეთს?
2014/04/15 19:22:22

მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებების დეტალებს არ ამხელს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყირიმში ოკუპანტებს “სიურპრიზი” ელით.
“ჩვენ განვიხილეთ შექმნილი სიტუაცია, ყირიმის ბედი თურქეთისთვის სულერთი არ არის და არამხოლოდ ისტორიულად – მის ტერიტორიაზე ათჯერ მეტი ყირიმელი თათარი ცხოვრობს, ვიდრე ნახევარკუნძულზე. მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით არაფერს გეტყვით – ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებისთვის სიურპრიზად დარჩეს”, - განაცხადა ჯემალიევმა.
მისივე თქმით, ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
„თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ყირიმში არსებულ სიტუაციას და თურქი ხალხი ქვეყნის ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, მხოლოდ უბრალო დამკვირვებლის როლში დარჩეს”, - აღინიშნა საუბრისას.

წყარო: http://www.psnews.ge/
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014, 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 1 Guest(s)