Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-11-2013, 08:02 PM (This post was last modified: 11-11-2013 09:02 PM by guru_m.)
Post: #21
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
52. ხილი : ვიტამინი
ხორცი : ცილა

(ა) ცილა
(ბ) ცხიმი
(გ) ნახშირწყალი
(დ) საკვები

სწორი პასუხი (ა)

53. კორპუსი : მრავალბინიანი
ტესტი : პატარა

(ა) რთული
(ბ) იოლი
(გ) ხანგძლივი
(დ) პატარა

სწორი პასუხი (დ)

54. დელტა : მდინარე
გზაჯვარედინი : გზა

(ა) შუქნიშანი
(ბ)გზა
(გ) გასაყარი
(დ) პროსპექტი


განმარტება: დელტა — მდინარის ქვემო წელის დადაბლება, ზღვაში ან ტბაში შეჭრილი მდინარის შესართავი

სწორი პასუხი (ბ)

55. რჩევა : კონსულტაცია
წაქეზება : ინსპირაცია

(ა) ინსპირაცია
(ბ) ინსპექცია
(გ) მონიტორინგი
(დ) ნატურალიზაცია

განმარტება: ინსპირაცია - ვისიმე შეგულიანება, წაქეზება.

სწორი პასუხი (ა)

56. ახლოს : მიწვდა
შორს : მიუახლოვდა

(ა) მოენატრა
(ბ) მიირბინა
(გ) მიუახლოვდა
(დ) გამოემართა

სწორი პასუხი (გ)

57 . ყავა : მატონიზირებელი
ღვინო : მათრობელა

(ა) საქეიფო
(ბ) გამახალისებელი
(გ) მათრობელა
(დ) საქორწილო

სწორი პასუხი (გ)

58 . კომბლე : ცხვარი
მონადირე : წითელქუდა

(ა) მგელი
(ბ) წითელქუდა
(გ) უფლისწული
(ვ) გველეშაპი

სწორი პასუხი (ბ)

59. წამალი : ამპულა
ინფორმაცია : გაზეთი

(ა) რადიო
(ბ) ტელესტუდია
(გ) გადაცემა
(დ) გაზეთი

სწორი პასუხი (დ)

60. მანძილი : დრო
წნევა : ტემპერატურა

(ა) არტერიული
(ბ) ბერომეტრი
(გ) ტემპერატურა
(დ) თერმომეტრი

სწორი პასუხი (გ)

61. ანდამატი : მაგნიტური
გაზი : აიროვანი

(ა) აგრეგატული
(ბ) აიროვანი
(გ) ჰაეროვანი
(დ) უხილავი

სწორი პასუხი (ბ)

62. ფიგურა : სამკუთხედი
ნივთიერების მდგომარეობა : სითხე

(ა) სითხე
(ბ) სისქე
(გ) სიბლანტე
(დ) სიმყიფე

სწორი პასუხი (ა)

63. ცივი : ცხელი
მოძრაობა : უძრაობა

(ა) ინერცია
(ბ) უძრაობა
(გ) ურთიერთქმედება
(დ) სიჩქარე

სწორი პასუხი (ბ)

64. პირველყოფილი წყობილება : მონათმფლობელობა
მონათმფლობელობა : ფეოდალიზმი

(ა) სოციალიზმი
(ბ) კაპიტალიზმი
(გ) ფეოდალიზმი
(დ) კომუნიზმი

სწორი პასუხი (გ)

65. სტარტი : ფინიში
პროლოგი : ეპილოგი

(ა) სათაური
(ბ) შესავალი
(გ) ეპილოგი
(დ) კულმინაცია

სწორი პასუხი (გ)

66. პარტია : დროშა
ორგანიზაცია : ლოგო

(ა) რეკლამა
(ბ) ფირნიში
(გ) აბრა
(დ) ლოგო

სწორი პასუხი (დ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-11-2013, 09:03 PM (This post was last modified: 11-11-2013 10:04 PM by guru_m.)
Post: #22
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
67. ზმნა : უღლება
არსებითი სახელი : ბრუნვა

(ა) წარმოქმნა
(ბ) წინადადების შედგენა
(გ) ბრუნვა
(დ) გადატანა

სწორი პასუხი (გ)

68. ვარდი : ყვავილი
კაპიტალისტი : კლასი

(ა) ექსპლუატატორი
(ბ) კლასი
(გ) მეპატრონე
(დ) ეკონომისტი

სწორი პასუხი (ბ)

69. შესაკრები : ჯამი
თანამამრავლი : ნამრავლი

(ა) სხვაობა
(ბ) გამრავლება
(გ) მამრავლი
(დ) ნამრავლი

სწორი პასუხი (დ)

70. ჩრდილოეთი : სამხრეთი
ნალექი : გვალვა

(ა) პოლუსი
(ბ) წვიმა
(გ) გვალვა
(დ) ღრუბელი

სწორი პასუხი (გ)

71. მთები : სიმაღლე
კლიმატი : ტემპერატურა

(ა) რელიეფი
(ბ) ტემპერატურა
(გ) ზომიერება
(დ) განედი

სწორი პასუხი (ბ)

72. ომი : სიკვდილი
კერძო საკუთრება : კაპიტალიზმი

(ა) ფეოდალები
(ბ) კაპიტალიზმი
(გ) პროლეტარიატი
(დ) მუშები

სწორი პასუხი (ბ)

73. დიამეტრი : რადიუსი
წრეწირი : რკალი

(ა) რკალი
(ბ) სეგმენტი
(გ) სექტორი
(დ) წრე

სწორი პასუხი (ა)

74. გვიმრა : სპორა
ფიჭვი : გირჩა

(ა) გირჩა
(ბ) წიწვი
(გ) მცენარე
(დ) ნაძვი

განმარტება : სპორა - უმდაბლეს და უმაღლეს მცენარეთა მიკროსკოპული, ჩვეულებრივ ერთუჯრედიანი, იშვიათად ორ-ან რამდენიმეუჯრედიანი სტრუქტურა, რომელიც გამრავლებას ემსახურება
გვიმრა - უმაღლესი სპოროვანი მცენარეების ტიპი; აერთიანებს როგორც ბალახოვან, ისე ხემაგვარებს

სწორი პასუხი (ა)

75. ეპითელიუმი : ქსოვილი
აორტა : არტერია

(ა) პულსი
(ბ) სისხლი
(გ) სისხლის მიმოქცევა
(დ) არტერია

განმარტება : ეპითელიუმი - უჯრედების ნებისმიერი უწყვეტი ფენა, რომელიც ფარავს სხეულს

სწორი პასუხი (დ)

76. კულმინაცია : პიკი
სიუჟეტი : შინაარსი

(ა) შინაარსი
(ბ) კვანძის გახსნა
(გ) ეპილოგი
(დ) რომანი

განმარტება : კულმინაცია - მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი; მოქმედების განვითარების უმაღლესი წერტილი

სწორი პასუხი (ა)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-11-2013, 10:06 PM
Post: #23
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
77. სიგარეტი : ფილტრი
შპრიცი : ნემსი

(ა) ამპულა
(ბ) ინექცია
(გ) ნემსი
(დ) ექთანი

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-13-2013, 05:12 PM (This post was last modified: 11-13-2013 06:06 PM by guru_m.)
Post: #24
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
78. დილეგი : კარცერი
ნატვრის ხე : ოქროს თევზი

(ა) ოქროს თევზი
(ბ) საკანი
(გ) პატიმარი
(დ) ციხე

სწორი პასუხი (ა)

79. სარკე : არეკვლა
ლინზა : გარდატეხა

(ა) დანახვა
(ბ) ოპტიკა
(გ) თვალი
(დ) გარდატეხა

სწორი პასუხი (დ)

80. კოლუმბი : მოგზაური
მიწისძვრა : სტიქიური მოვლენა

(ა) მთათა წარმოქმნა
(ბ) მსხვერპლი
(გ) სტიქიური მოვლენა
(დ) ვულკანი

სწორი პასუხი (გ)

81. რიცხვითი სახელი : რაოდენობა
ზმნა : მოქმედება

(ა) უღლება
(ბ) მოქმედება
(გ) კუმშვა
(დ) მეტყველების ნაწილი

სწორი პასუხი (ბ)

82. ჩაქუჩი : ჩაჭედება
გენერატორი : წარმოქმნა

(ა) წარმოქმნა
(ბ) განათება
(გ) ჩართვა
(დ) გაცხელება

სწორი პასუხი (ა)

83. ხე : მორწყვა
ადამიანი : განათლება

(ა) საჭმელი
(ბ) მეგობარი
(გ) განათლება
(დ) წყურვილი

სწორი პასუხი (გ)

84. შადრევანი : წყალი
ვულკანი : ლავა

(ა) მთა
(ბ) ამოფრქვევა
(გ) ლავა
(დ) კრატერი

სწორი პასუხი (გ)

85. სირენა : განგაში
მზე : დღე

(ა) დილა
(ბ) დღე
(გ) სიცხე
(დ) ამოსვლა

სწორი პასუხი (ბ)

86. ფუნქცია : არგუმენტი
განტოლება : ფესვი

(ა) უტოლობა
(ბ) ფესვი
(გ) ტოლობა
(დ) უცნობი

სწორი პასუხი (ბ)

87. მოულოდნელობა : წინასწარ განზრახული
შეცდომა : შეგნებული

(ა) დანაშაული
(ბ) შემთხვევითი
(გ) გაუთვალისწინებული
(დ) შეგნებული

სწორი პასუხი (დ)

88. ლიტრი : ცენტნერი
მეტრი : დუჟინი

(ა) სიგრძე
(ბ) კილომეტრი
(გ) დუჟინი
(დ) სანტიმეტრი

სწორი პასუხი (გ)

89. წარსული : მეხსიერება
ჩანაწერი : ფურცელი

(ა) ფურცელი
(ბ) ლექცია
(გ) მოთხრობა
(დ) ბლოკნოტი

სწორი პასუხი (ა)

90. აეროდრომი : შასი
პორტი : ღუზა

(ა) კაიუტა
(ბ) ღუზა
(გ) გემბანი
(დ) მეზღვაური

სწორი პასუხი (ბ)

91. ბალერონი : ბალერინა
პრინცი : პრინცესა

(ა) უფლისწული
(ბ) მეფე
(გ) პრინცესა
(დ) სამეფო

სწორი პასუხი (გ)

92. ეტლი : კონკა
ბულდოზერი : ტრაქტორი

(ა) მუხლუხო
(ბ) მშენებლობა
(გ) ტრაქტორი
(დ) თხრა

სწორი პასუხი (გ)

93. მოსწავლე : კლასი
სტუდენტი : აუდიტორია

(ა) აუდიტორია
(ბ) დეკანატი
(გ) ინსტიტუტი
(დ) სესია

სწორი პასუხი (ა)

94. ყველი : არაჟანი
ფელამუში : ღვინო

(ა) ყურძენი
(ბ) ღვინო
(გ) ჩურჩხელა
(დ) რთველი

სწორი პასუხი (ბ)

95. დაზღვევა : ზარალი
პრევენცია : მკურნალობა

(ა) მკურნალობა
(ბ) ჯანმრთელობა
(გ) აცრა
(დ) იმუნიზაცია

განმარტება: პრევენცია - წინასწარი ღონისძიებები რაიმე არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად.

სწორი პასუხი (ა)

96. ქოთანი : სარწყავი
ყანა : თოხი

(ა) მოხვნა
(ბ) თოხი
(გ) დაბარვა
(დ) გუთნისდედა

სწორი პასუხი (ბ)

97. ქუდი : ქუდბედიანი
გული : გულთმისანი

(ა) გულადი
(ბ) გულთმისანი
(გ) უგულო
(დ) გაგულისებილი

სწორი პასუხი (ბ)

98. სამკუთხედი : დიაგონალი
სეგმენტი : დიამეტრი

(ა) ფართობი
(ბ) პერიმეტრი
(გ) ფორმა
(დ) დიამეტრი

სწორი პასუხი (დ)

99. ფესვი : ღერო
დგუში : ნემსი

(ა) ნემსი
(ბ) შპრიცი
(გ) ექთანი
(დ) წამალი

სწორი პასუხი (ა)

100. ყურმოჭრილი : მორჩილება
თავქარიანი : უპასუხისმგებლობა

(ა) უდარდელობა
(ბ) უპასუხისმგებლობა
(გ) სიზარმაცე
(დ) უსაქმურობა

სწორი პასუხი (ბ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-14-2013, 04:31 PM (This post was last modified: 11-14-2013 05:29 PM by guru_m.)
Post: #25
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
ლოგიკა

ლოგიკის ბლოკის დავალებებით მოწმდება არსებული მონაცემების (წანამძღვრების) საფუძველზე,დასკვნის სწორად გამოტანისა და არგუმენტების, აგრეთვე გარკვეული ფაქტების ასახსნელად შემოთაბაზებული ვარაუდების შეფასების უნარი. დავალებები მრავალგვარი ფორმითაა წარმოდგენილი და მოითხოვს სხვადასხვა ლოგიკური ოპერაციის შესრულებას.

1. მოცემულია:
• ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ დებულებას აქვს იგივე შინაარსი, რაც მოცემულს?

(ა) არსებობს ისეთი ოქრო, რომელიც არ ბრწყინავს
(ბ) რაც ოქრო არ არის, ბრწყინავს
(გ) ზოგიერთი რამ, რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო
(დ) რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო

სწორი პასუხი (გ)

2. მოცემულია:
• ტყუილია,რომ მართალია რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერავს.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად სამართლიანი?

(ა) მართალია, რომ ტყუილია, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
(ბ) მართალია, რომ მართალია, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
(გ) ტყუილია, რომ ტყუილია, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
(დ) ტყუილია, რომ მართალია, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა

სწორი პასუხი (ა)

3. მოცემულია:
• ყოველი ჭკვიანური გენიალური როდია.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოხატავს იგივე შინაარსს?

(ა) ზოგიერთი ჭკვიანური გენიალური არაა
(ბ) ყოველი გენიალური ჭკვიანურია
(გ) ზოგიერთი გენიალური ჭკვიანური არაა
(დ) ყოველი ჭკვიანური გენიალურია

სწორი პასუხი (ა)

4. მოცემულია:
• ბისექტრისა კუთხეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს

რომელია მოცემული დებულების შებრუნებული დებულება?

(ა) თუ სხივი კუთხეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს, ის ბისექტრისაა
(ბ) თუ სხივი კუთხეს ორ ტოლ ნაწილად არ ყოფს, ის ბისექტრისა არ არის
(გ) თუ ბისექტრისაა, ის კუთხეს ორ ტოლ ნაწილად არ ყოფს
(დ) თუ კუთხე ორ ნაწილად არ გაიყო, ე.ი. ეს სხივი ბისექტრისა არ არის

სწორი პასუხი (ა)

5. მოცემულია:
• კენგურუ ჩანთოსანი ცხოველია

რომელია მოცემული დებულების შებრუნებული დებულება?

(ა) ყველა ჩანთოსანი ცხოველი კენგურუა
(ბ) თუ ცხოველი კენგურუ არ არის, ის ჩანთოსანი არ არის
(გ) თუ ცხოველი ჩანთოსანია, ის კენგურუა
(დ) თუ ცხოველი ჩანთოსანი არ არის, ის კენგურუ არ არის

სწორი პასუხი (გ)

6. მოცემულია:
• მობილური ტელეფონი ძალიან პრაქტიკული გამოგონებაა

რომელია მოცემული დებულების შებრუნებული დებულება?

(ა) თუ გამოგონება პრაქტიკულია, ე.ი. ტელეფონია
(ბ) თუ გამოგონება პრაქტიკული არ არის, ის მობილური ტელეფონი არ არის
(გ) თუ გამოგონება პრაქტიკულია, ის მობილური ტელეფონია
(დ) მხოლოდ მობილური ტელეფონია, პრაქტიკული გამოგონება

სწორი პასუხი (გ)

7. მოცემულია:
• N კლასის XI კლასის მოსწავლეთაგან არავინ არ დადის მუსიკაზე

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად სამართლიანი?

(ა) ყველა ვინც მუსიკაზე დადის, N კლასის XI კლასის მოსწავლეა
(ბ) ყველა ვინც მუსიკაზე არ დადის, არის N კლასის XI კლასის მოსწავლე
(გ) არცერთი ვინც მუსიკაზე დადის, არ არის N კლასის XI კლასის მოსწავლე
(დ) N კლასის XI კლასის მოსწავლეებმა, არ იციან მუსიკალურ იმსტრუმენტებზე დაკვრა

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-14-2013, 05:43 PM (This post was last modified: 11-18-2013 05:29 PM by guru_m.)
Post: #26
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
8. მოცემულია:
• ყველა ვინც ჩვენთანაა, ჩვენი მეგობარი არ არის

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ დებულებას აქვს იგივე შინაარსი, რაც მოცემულს?

(ა) ზოგიერთი ვინც ჩვენთანაა, ჩვენი მეგობარი არ არის
(ბ) ყველა ვინც ჩვენი მეგობარია, ჩვენთანაა
(გ) ყველა ვინც ჩვენი მეგობარია, ჩვენთან არ არის
(დ) არსებობენ ადამიანები, ვინც ჩვენი მეგობრები არ არიან და ჩვენთან არ არიან.

სწორი პასუხი (ა)

9. მოცემულია:
• ყველა კოსმონავტს, ქალია იგი თუ კაცი, უყვარს სათამაშო ატრაქციონები და მზესუმზირა

თუ ეს დებულება ჭეშმარიტია, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მცდარი?

(ა) ყველა ქალ კოსმონავტს, უყვარს სათამაშო ატრაქციონები
(ბ) ყველა კაც კოსმონავტს, უყვარს მზესუმზირა
(გ) თუ ლიკას არ უყვარს ატრაქციონები ან მზესუმზირა, მაშინ ის კოსმონავტი არ არის
(დ) ლიკა კოსმონავტია და არ უყვარს მზესუმზირა

სწორი პასუხი (დ)

10. მოცემულია:
• მხოლოდ აფრიკელებს, შეუძლიათ ტამტამზე დაკვრა
• ყველა ვინც ტამტამზე უკრავს, შავკანიანია

თუ ჩავთვლით,რომ პირველი დებულება მცდარია და მეორე ჭეშმარიტი, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა არ გამომდინარეობს მოცემული დებულებებიდან?

(ა) შავკანიანები მხოლოდ აფრიკაში ცხოვრობენ
(ბ) ზოგიერთი შავკანიანი ტამტამზე უკრავს და აფრიკაში ცხოვრობს
(გ) აფრიკაში ცხოვრობენ შავკანიანები
(დ) არსებობენ აფრიკელი შავკანიანები, რომლებიც ტამტამზე უკრავენ

სწორი პასუხი (ა)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-14-2013, 10:12 PM (This post was last modified: 11-18-2013 05:28 PM by guru_m.)
Post: #27
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
11. მოცემულია: :
• ყველა ბიჭს, რომელსაც აქვს შავი თმა, აცვია ჯინსი
• ყოველი გოგონა თუ ბიჭი, რომელსაც ჯინსი აცვია, უკრავს გიტარაზე

დავუშვათ, ეს ორი დებულება ჭეშმარიტია. რომელი დასკვნა გამომდინარეობს მათგან აუცილებლად?

(ა) ბიჭებს, რომლებიც უკრავენ გიტარაზე, აქვთ შავი თმა
(ბ) გოგონებს, რომლებიც უკრავენ გოტარაზე, აცვიათ ჯინსი
(გ) ბიჭები, რომლებსაც აქვთ შავი თმა, უკრავენ გიტარაზე
(დ) გოგონები, რომლებსაც არ აცვიათ ჯინსი, არ უკრავენ გიტარაზე

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-18-2013, 06:41 PM (This post was last modified: 11-18-2013 07:18 PM by guru_m.)
Post: #28
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა ))
12. მოცემულია:
• შოთიკო,მარი,გიორგი და სალომე მეგობრები არიან. ერთი იურისტია, მეორე - ეკონომისტი, მესამე - არქეოლოგი, მეოთხე კი - მენეჯერი. შოთიკომ, მარიმ და იურისტმა გასულ კვირას პიკნიკი მოაწყვეს, სადაც მათი ეკონომისტი მეგობარი მიიწვიეს, ხოლო გუშინ ეკონომისტმა და არქეოლოგმა გიორგი და მარი თეატრში დაპატიჟეს.

რა პროფესიისაა შოთიკო?

(ა) არქეოლოგი
(ბ) იურისტი
(გ) მენეჯერი
(დ) ეკონომისტი

სწორი პასუხი (ა)

13. მოცემულია:
• ვახტანგი,დიმიტრი,ლევანი და დავითი მეგობრები არიან. ცნობილია,რომ ორი მათგანი ყოველთვის იტყუება, ორი კი ყოველთვის სიმართლეს ამბობს. რომელია მათ შორის მატყუარა, თუ ცნობილია, მათი საუბარიგუშინდელი საფეხბურთო მატჩის შესახებ, რომელიც საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებს შორის გაიმართა:

ვახტანგი - გუშინ საქართველოს ფეხბურთის გუნდმა მოუგო ესპანეთის გუნდს
დიმიტრი - გუშინ ესპანეთის გუნდმა მოუგო საქართველოს, ანგარიშით 4:3
ლევანი - გუშინ საქართველოს გუნდმა წააგო ესპანეთის გუნდთან, ანგარიშით 5:2
დავითი - გუშინ საქართველოს გუნდმა მოუგო ესპანეთის გუნდს, ანგარიშით 4:3

(ა) ვახტანგი და დავითი
(ბ) დიმიტრი და ლევანი
(გ) ლევანი და ვახტანგი
(დ) დავითი და ლევანი

სწორი პასუხი (ბ)

14. მოცემულია:
• ნანა, ნინო, მაკა და ლიკა მეგობრები არიან. ერთ-ერთი ჟურნალისტია, მეორე - ექიმი, მესამე - მსახიობი, მეოთხე კი მათემატიკოსი.

ცნობილია, რომ ნანას და ლიკას ანგარიში არ ეხერხებათ, ნინო ჟურნალისტთან და ლიკასთან ერთად ხშირად ესწრება მაკას გამოსვლებს.

ვინ რა პროფესიის არის?

(ა) ნანა-ჟურნალისტი,ნინო-ექიმი,მაკა-მსახიობი,ლიკა-მათემატიკოსი
(ბ) ნანა-მსახიობი,ნინო-ექიმი,მაკა-ჟურნალისტი,ლიკა-მათემატიკოსი
(გ) ნანა-მსახიობი,ნინო-მათემატიკოსი,მაკა-ჟურნალისტი,ლიკა-ექიმი
(დ) ნანა-ჟურნალისტი,ნინო-მათემატიკოსი,მაკა-მსახიობი,ლიკა-ექიმი

სწორი პასუხი (დ)

15. მოცემულია:
• მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა:
• წაეკითხათ ლექსი
• ესწავლათ ეს ლექსი ზეპირად ან შეესრულებინათ წერითი დავალება

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან,რომელ შემთხვევაში არ შეასრულა მოსწავლემ დავალება?

(ა) მოსწავლემ ლექსი ისწავლა ზეპირად
(ბ) მოსწავლემ დაწერა წერითი დავალება
(გ) მოსწავლემ წაიკითხა ლექსი და შეასრულა წერითი დავალება
(დ) მოსწავლემ ლექსი წაიკითხა, ისწავლა ზეპირად და შეასრულა წერითი დავალება

სწორი პასუხი (ბ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-18-2013, 07:46 PM (This post was last modified: 11-18-2013 07:47 PM by guru_m.)
Post: #29
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
16. მოცემულია:
დედამ ნინოს დაავალა
• წასულიყო ბაზარში და ეყიდა ”ბორშჩისთვის” : კომბოსტო,სტაფილო,ჭარხალი და ხორცი, ან ტოლმისთვის: ხორცი, ვაზის ფოთოლი, ბრინჯი და მწვანილი
• უმცროს ძმას, დიტოს მოხმარებოდა მათემატიკის ან ქართული გრამატიკის წერითი დავალების შესრულებაში.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან,რომელ შემთხვევაში არ შეასრულა ნინომ დედის დავალება?

(ა) იყიდა: ჭარხალი,კომბოსტო,ხორცი და სტაფილო და დიტოს მიეხმარა ქართულის დავალების მომზადებაში
(ბ) იყიდა: ხორცი,ვაზის ფოთოლი,ბადრიჯანი,ბრინჯი და მწვანილი და ძმას ამოახსნევინა ამოცანები
(გ) დიტოს მიეხმარა ქართულის და მათემატიკის დავალებების შესრულებაში და ბაზარში იყიდა ხორცი,კომბოსტო,ვაზის ფოთოლი,მწვანილი,ბრინჯი,სტაფილო და ჭარხალი
(დ) დიტოს მიეხმარა ქართულის და მათემატიკის დავალებების შესრულებაში და ბაზარში იყიდა კომბოსტო,ვაზის ფოთოლი,ხორცი,სტაფილო და მწვანილი

სწორი პასუხი (დ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
11-18-2013, 10:37 PM (This post was last modified: 11-18-2013 10:51 PM by guru_m.)
Post: #30
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
17. ვთქვათ სამართლიანია, რომ:
• თუ ბატონი გივი, თავისი ხელმძღვანელობისგან დასტურს მიიღებს, ძალაში შევა ახალი სამუშაო განრიგი. ახალი სამუშაო განრიგის მიხედვით ქალბატონ მანანას სამუშაო საათებია 8.30-დან 17.00-მდე
• ქალბატონ მანანას სამუშაო დღე იწყება 8.00-ზე
დასკვნა: ბატონ გივის არ მიუღია დასტური თავისი ხელმძღვანელისგან

შეაფასეთ რამდენად სწორია დასკვნა. ამოირჩიეთ და შემოხაზეთ შესაბამისი პასუხი

(ა) სავსებით სწორია
(ბ) სწორია, მაგრამ ყოველთვის არა
(გ) გაურკვეველია
(დ) სრულიად მცდარია

სწორი პასუხი (ა)

18. ვთქვათ ჭეშმარიტია შემდეგი დებულებები:
• მარინე ან არქიტექტორია, ან მშენებელი ან დიზაინერი
• მარინე არ არის არქიტექტორი
• მარინეს სამშენებლო ფაკულტეტი არ დაუმთვრებია

რომელი დასკვნა იქნება მართებული?

(ა) მარინე შეიძლება იყოს მშენებელი
(ბ) მარინე არის არქიტექტორი
(გ) მარინე დიზაინერია
(დ) მარინს სამხატვრო აკადემია არ დაუმთავრებია

სწორი პასუხი (გ)

19. მოცემულია:
• თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს ამ კანონპროექტს, ის დაკარგავს ფერმერთა ნდობას
• თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ კანონპროექტს, ის დაკარგავს ბიზნესმენთა
მხარდაჭერას

დავუშვათ, რომ ყველა ეს წანამძღვარი ჭეშმარიტია. მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა აუცილებლად მცდარი?

(ა) პრეზიდენტი არ დაკარგავს ფერმერთა ნდობას
(ბ) პრეზიდენტი არ დაკარგავს არც ფერმერთა ნდობას და არც ბიზნესმენთა მხარდაჭერას
(გ) პრეზიდენტი არ დაკარგავს ბიზნესმენთა მხარდაჭერას
(დ) პრეზიდენტი არ დაკარგავს ან ფერმერთა ნდობას ან ბიზნესმენთა მხარდაჭერას

სწორი პასუხი (ბ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Forum Jump:


User(s) browsing this thread: 2 Guest(s)