Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
12-07-2013, 01:41 AM (This post was last modified: 12-07-2013 01:41 AM by guru_m.)
Post: #41
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
64. მოცემულია :
• გასულ წლებში ავტობუსების წარმოებაში შეინიშნებოდა ავტობუსის წონის, გამიზნული შემცირების ტენდენცია საწვავის ხარჯის მინიმიზაციის მიზნით. რადგან ყველაზე უსაფრთხო სავარძლები საკმაოდ მძიმე იყო, ავტობუსებში ასეთ სავარძლებს იშვიათად იყენებდნენ.წელს ყველაზე უკეთ სწორედ ეს სავარძლები გაიყიდა,რაც უსათუოდ იმის დასტურია,რომ ავტობუსის მწარმოებლებმა უსაფრთხოებას მეტი უპირატესობა მიანიჭეს, ვიდრე საწვავთან დაკავშირებული ხარჯის შემცირებას.

ჩამოთვლილთაგან რომელი შეასუსტებდა ყველაზე მეტად გამოთქმულ ვარაუდს?

(ა) ორი წლის წინ ყველაზე უსაფრთხო სავარძელზე დიდი მოთხოვნილება არ იყო.
(ბ) ავტობუსების არცერთ მწარმოებელს არ განუცხადებია საჯაროდ, რომ წელს უსაფრთხოებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.
(გ) წელს საწვავი გაცილებით უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე წინა წლებში, როცა უსაფრთხო სავარძელი ცუდად იყიდებოდა.
(დ) შარშან, მასალის სიძვირის გამო, ავტობუსის სავარძლები, მათ მწარმოებელს გაცილებით უფრო ძვირი უჯდებოდათ, ვიდრე წინა წლებში.
(ე) წელს, ტექნოლოგიური გაუმჯობესების გამო, ყველაზე უსაფრთხო სავარძლები ბაზარზე არსებულ სხვა სავარძლებთან შედარებით გაცილებით უფრო მსუბუქი იყო.

სწორი პასუხი (ე)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Forum Jump:


User(s) browsing this thread: 2 Guest(s)