Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-11-2013, 09:03 PM (This post was last modified: 11-11-2013 10:04 PM by guru_m.)
Post: #22
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
67. ზმნა : უღლება
არსებითი სახელი : ბრუნვა

(ა) წარმოქმნა
(ბ) წინადადების შედგენა
(გ) ბრუნვა
(დ) გადატანა

სწორი პასუხი (გ)

68. ვარდი : ყვავილი
კაპიტალისტი : კლასი

(ა) ექსპლუატატორი
(ბ) კლასი
(გ) მეპატრონე
(დ) ეკონომისტი

სწორი პასუხი (ბ)

69. შესაკრები : ჯამი
თანამამრავლი : ნამრავლი

(ა) სხვაობა
(ბ) გამრავლება
(გ) მამრავლი
(დ) ნამრავლი

სწორი პასუხი (დ)

70. ჩრდილოეთი : სამხრეთი
ნალექი : გვალვა

(ა) პოლუსი
(ბ) წვიმა
(გ) გვალვა
(დ) ღრუბელი

სწორი პასუხი (გ)

71. მთები : სიმაღლე
კლიმატი : ტემპერატურა

(ა) რელიეფი
(ბ) ტემპერატურა
(გ) ზომიერება
(დ) განედი

სწორი პასუხი (ბ)

72. ომი : სიკვდილი
კერძო საკუთრება : კაპიტალიზმი

(ა) ფეოდალები
(ბ) კაპიტალიზმი
(გ) პროლეტარიატი
(დ) მუშები

სწორი პასუხი (ბ)

73. დიამეტრი : რადიუსი
წრეწირი : რკალი

(ა) რკალი
(ბ) სეგმენტი
(გ) სექტორი
(დ) წრე

სწორი პასუხი (ა)

74. გვიმრა : სპორა
ფიჭვი : გირჩა

(ა) გირჩა
(ბ) წიწვი
(გ) მცენარე
(დ) ნაძვი

განმარტება : სპორა - უმდაბლეს და უმაღლეს მცენარეთა მიკროსკოპული, ჩვეულებრივ ერთუჯრედიანი, იშვიათად ორ-ან რამდენიმეუჯრედიანი სტრუქტურა, რომელიც გამრავლებას ემსახურება
გვიმრა - უმაღლესი სპოროვანი მცენარეების ტიპი; აერთიანებს როგორც ბალახოვან, ისე ხემაგვარებს

სწორი პასუხი (ა)

75. ეპითელიუმი : ქსოვილი
აორტა : არტერია

(ა) პულსი
(ბ) სისხლი
(გ) სისხლის მიმოქცევა
(დ) არტერია

განმარტება : ეპითელიუმი - უჯრედების ნებისმიერი უწყვეტი ფენა, რომელიც ფარავს სხეულს

სწორი პასუხი (დ)

76. კულმინაცია : პიკი
სიუჟეტი : შინაარსი

(ა) შინაარსი
(ბ) კვანძის გახსნა
(გ) ეპილოგი
(დ) რომანი

განმარტება : კულმინაცია - მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი; მოქმედების განვითარების უმაღლესი წერტილი

სწორი პასუხი (ა)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები) - guru_m - 11-11-2013 09:03 PM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 3 Guest(s)