Post Reply 
 
Thread Rating:
  • 1 Votes - 1 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ანალოგები)
11-14-2013, 04:31 PM (This post was last modified: 11-14-2013 05:29 PM by guru_m.)
Post: #25
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა)
ლოგიკა

ლოგიკის ბლოკის დავალებებით მოწმდება არსებული მონაცემების (წანამძღვრების) საფუძველზე,დასკვნის სწორად გამოტანისა და არგუმენტების, აგრეთვე გარკვეული ფაქტების ასახსნელად შემოთაბაზებული ვარაუდების შეფასების უნარი. დავალებები მრავალგვარი ფორმითაა წარმოდგენილი და მოითხოვს სხვადასხვა ლოგიკური ოპერაციის შესრულებას.

1. მოცემულია:
• ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ დებულებას აქვს იგივე შინაარსი, რაც მოცემულს?

(ა) არსებობს ისეთი ოქრო, რომელიც არ ბრწყინავს
(ბ) რაც ოქრო არ არის, ბრწყინავს
(გ) ზოგიერთი რამ, რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო
(დ) რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო

სწორი პასუხი (გ)

2. მოცემულია:
• ტყუილია,რომ მართალია რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერავს.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად სამართლიანი?

(ა) მართალია, რომ ტყუილია, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
(ბ) მართალია, რომ მართალია, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
(გ) ტყუილია, რომ ტყუილია, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
(დ) ტყუილია, რომ მართალია, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა

სწორი პასუხი (ა)

3. მოცემულია:
• ყოველი ჭკვიანური გენიალური როდია.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოხატავს იგივე შინაარსს?

(ა) ზოგიერთი ჭკვიანური გენიალური არაა
(ბ) ყოველი გენიალური ჭკვიანურია
(გ) ზოგიერთი გენიალური ჭკვიანური არაა
(დ) ყოველი ჭკვიანური გენიალურია

სწორი პასუხი (ა)

4. მოცემულია:
• ბისექტრისა კუთხეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს

რომელია მოცემული დებულების შებრუნებული დებულება?

(ა) თუ სხივი კუთხეს ორ ტოლ ნაწილად ყოფს, ის ბისექტრისაა
(ბ) თუ სხივი კუთხეს ორ ტოლ ნაწილად არ ყოფს, ის ბისექტრისა არ არის
(გ) თუ ბისექტრისაა, ის კუთხეს ორ ტოლ ნაწილად არ ყოფს
(დ) თუ კუთხე ორ ნაწილად არ გაიყო, ე.ი. ეს სხივი ბისექტრისა არ არის

სწორი პასუხი (ა)

5. მოცემულია:
• კენგურუ ჩანთოსანი ცხოველია

რომელია მოცემული დებულების შებრუნებული დებულება?

(ა) ყველა ჩანთოსანი ცხოველი კენგურუა
(ბ) თუ ცხოველი კენგურუ არ არის, ის ჩანთოსანი არ არის
(გ) თუ ცხოველი ჩანთოსანია, ის კენგურუა
(დ) თუ ცხოველი ჩანთოსანი არ არის, ის კენგურუ არ არის

სწორი პასუხი (გ)

6. მოცემულია:
• მობილური ტელეფონი ძალიან პრაქტიკული გამოგონებაა

რომელია მოცემული დებულების შებრუნებული დებულება?

(ა) თუ გამოგონება პრაქტიკულია, ე.ი. ტელეფონია
(ბ) თუ გამოგონება პრაქტიკული არ არის, ის მობილური ტელეფონი არ არის
(გ) თუ გამოგონება პრაქტიკულია, ის მობილური ტელეფონია
(დ) მხოლოდ მობილური ტელეფონია, პრაქტიკული გამოგონება

სწორი პასუხი (გ)

7. მოცემულია:
• N კლასის XI კლასის მოსწავლეთაგან არავინ არ დადის მუსიკაზე

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია აუცილებლად სამართლიანი?

(ა) ყველა ვინც მუსიკაზე დადის, N კლასის XI კლასის მოსწავლეა
(ბ) ყველა ვინც მუსიკაზე არ დადის, არის N კლასის XI კლასის მოსწავლე
(გ) არცერთი ვინც მუსიკაზე დადის, არ არის N კლასის XI კლასის მოსწავლე
(დ) N კლასის XI კლასის მოსწავლეებმა, არ იციან მუსიკალურ იმსტრუმენტებზე დაკვრა

სწორი პასუხი (გ)
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
RE: ზოგადი უნარები. ვერბალური ნაწილი (ლოგიკა) - guru_m - 11-14-2013 04:31 PM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 1 Guest(s)